Wednesday, April 17, 2013


1.პროექტის სახელწოდება   -
სივრცითი ფიგურის ზედაპირის ფართობის დათვლა.ოთახის რემონტი.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)-
რაში გვჭირდება სივრცითი ფიგურის ზედაპირის ფართობის დათვლა?
3.პროექტის აქტუალურობა.
ეს პროექტი დაგვეხმარება ბავშვებს თვალსაჩინოდ დავანახოთ კონკრეტული ამოცანის,კერძოდ ბინის რემონტის დროს, რამდენად საჭიროა ზუსტი მათემატიკური გამოთვლების ჩატარება,რაც საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება ოპტიმალური ვარიანტი შეირჩეს.
4პროექტის მიზნები
მოსწავლეები დაეუფლონ ფართობების დათვლის უნარ ჩვევებს,ასევე იაზროვნონ რაციონალურად,მოიძიონ საჭირო ინფორმაცია,განავითარონ თავისი ფანტაზია.
5.მონაწილეთა ასაკი.
 11-12 წელი
6.10-სასწავლო დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება პრეზენტაცია,რომელიც შედგენილი იქნება მოგროვილი აზომვითი ნახაზებით,მასალების ჩამონათვალით,ფერადი სლაიდებით ,რითაც წარმოადგენენ ბინის განახლებულ დიზაინს.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სკოლის სახელმძღვანელო,ასაზომი ხელსაწყოები,ინტერნეტი,სარემონტო ოთახის შერჩევა.
9.პროექტის მსვლელობა:
თემის შერჩევის შემდეგ კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად.პირველ ჯგუფს დაევალა შეესრულებინა აზომვითი სამუშაოები,გასულიყვნენ ლუკას ბინაში და გადაეზომათ სარემონტო ფართი.მეორე ჯგუფსდაევალა შეერჩია,დეთვალა სარემონტო მასალები .მოეძებნა ოპტიმალური ვარიანტი,რათა გამორიცხულიყო ზედმეტი ხარჯი.
მესამე ჯგუფი არჩევს ინტერნეტით დიზაინს,ხარისხს,ფერს,ფასებს.
მეოთხე ჯგუფი საბოოლოოდ კრეფს ყველა ამ მასალას და აკეთებს  პრეზენტაციას,აწყობს სლაიდ-შოუს,რაც საბოლოოდ სრულდება შეფასებით წინასწარ შემუშავებული რუბრიკის გამოყენებით.
10.საგნებთან ,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
ფართობის ფორმულების ცოდნის გაღრმავებული სწავლა.
11.პროექტის ხელმძღვანელი:თამარ ჭოხონელიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamarchoxonelize@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:tamarchoxonelize.blogspot.com